Saturday, May 29, 2010

კვერცხი ბოთლში


ხელსაწყოები და მასალები:

1. განიერყელიანი ჭურჭელი (მაგ. რძის ბოთლი)
3. მოხარშული კვერცხი
4. წყლიანი ან ზეთიანი ჭიქა
5. ფიალა
6. სანთებელა
7. 3 ცალი ასანთის ღერი

ექსპერიმენტის ჩატარება

ა) მოხარშულ კვერცხს გააცალე ნაჭუჭი და გარედან ზეთი ან წყალი წაუსვი. აანთე სანთებელა და მოუკიდე ცეცხლი სამივე ასანთის ღერს ერთად. შემდეგ ანთებული ასანთის ღერები ჩააგდე ბოთლში და სწრაფად დაადევი ზემოდან კვერცხი.
ბ) ბოთლის ყელს მჭიდროდ მოუჭირე ტუჩები, დაიკავე თითქმის ვერტიკალურად და ჩაბერე მასში ჰაერი.

შედეგი

ა) დააკვირდები, რომ კვერცხი შეიწოვება ბოთლში და ფსკერზე დავარდება
ბ) კვრცხი ბოთლიდან თავისით ამოვარდება

ახსნა

ა) ბოთლში ანთებული ასანთის წვას ხელს შეუწყობს იქ არსებული ჟანგბადი, რის გამოც ბოლში ჰაერის წნევა ნაკლები გახდება გარედან ატმოსფერულ წნევაზე. ამიტომ კვერცხზე გარედან ჭარბი წნევა იმოქმედებს, რის გამოც კვერცხი ჩავარდება ბოთლში.
ბ) ბოთლში ჩაბერილი ჰაერი მის შიგნით გაზრდის წნევას, ამიტომ ჭარბი წნევა კვერცხს გარეთ გამოაგდებს.

გამოყენება

აირის ან ორთქლის წნევით ამუშავებენ ზოგიერთ ტექნიკურ დანადგარს ან სხვადასხვა ტრანსპორტს

Monday, February 1, 2010

იზოტოპები

წყალბადის იზოტოპის მოდელები ნახეთ ამ გზავნილზე-წყალბადის მოდელი

Friday, January 22, 2010

Thursday, January 14, 2010


                                            http://acswebcontent.acs.org/games/pt.html

Sunday, November 29, 2009

ადამიანის ჯანმრთელობა და საკვები პროდუქტები

                             რას გულისხმობს ცხოვრების ჯანსაღი წესი?

ცხოვრების ჯანსაღი წესი ნიშნავს ცხოვრების ისეთ სტილს,როდესაც ხდება ადამიანის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ფაქტორების ხელშეწყობა და მავნე ფაქტორების ზემოქმედების შესუსტება.


ჯანმრთელობის ხელშეწყობა არის პროცესი ,რომლის დროსაც თითოეულმა ადამიანმა უნდა აკონტროლოს თავისი ჯანმრთელობა და იზრუნოს მისი გაუმჯობესებისათის.ჯანმრთელობის წინა პირობას წარმოადგენს:მშვიდობა ქვეყანაში,სუფთა გარემო,სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობა,საზოგადოებაში ჩართულობა,სრულფასოვანი განატლება,ბალანსირებული კვება,ფიზიკური აქტივობა.





ამრიგად , ცხოვრების ჯანსაღი წესი არა მხოლოდ ინდივიდის , არამედ მთელი საზოგადოებისა და სახელმწიფოს პრობლემაა.
სახელმწიფო დონეზე-განსაზღვრულია ჯანმრთელობის ხელშემწყობი სტრატეგია და მისი განხორციელება უზრუნველყოფილია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ინსტიტუტების მეშვეობით(კანონი ჯანმრთელობის შესახებ, ადამიანის უფლებათა დეკლარაცია,ბავშვის უფლებათა კონვენცია).
საზოგადოებრივ დონეზე-ადამიანის ჯანმრთელობის ხელშეწყობა ხორციელდება სახელმწიფო და კერძო სამედიცინო ორგანიზაციების დახმარებით.
ინდივიდუალურ დონეზე- ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ეფუძნება თითოეული მოქალაქის თვითშეგნებას და სწორ დამოკიდებულებას საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ.
                   ცხოვრების ჯანსაღი წესის აქტიურ პროპაგანდას ეწევა უამრავი ცნობილი ადამიანები. 


ბრედ პიტს საკუთარი საქველმოქმედო ფონდი აქვს, ანჯელინასთან ერთად აქტიურად მონაწილეობს ჰუმანიტარული ორგანიზაციების მუშაობაში, ცხოვრების ჯანსაღი წესის აქტიური პროპაგანდისტია და მუდამ შეგვახსენებს მის უმთავრეს ცხოვრებისეულ კრედოს: "მიღწეულზე არ შეჩერდეთ!"





                                                         ჯანსაღი კვება

ცოცხალ ორგანიზმს ფუნქციონირებისა და არსებობისათვის ენერგია სჭირდება,ამიტომ ჯანმრთელმა ადამიანმა მრავალფეროვანი საკვები უნდა მიიღოს.

სასურველია, ნებისმიერმა ჩვენგანმა იცოდეს, რა ენერგიას ხარჯავს დღე-ღამის განმავლობაში და რა რაოდენობის ენერგია უნდა მიიღოს საკვებიდან,რომ თავი მხნედ და ჯანმრთელად იგრძნოს(ქიმია მე-9,გვ 16.სავ:3.).
პროდუქტის შერჩევის დროს ყურადღებას აქცევ ეტიკეტს?
კითხულობ  პროდუქტის გამოშვების ვადას?
იცი ეტიკეტის წაკითხვა?
ყველა საკვებ პროდუქტს ეტიკეტზე აქვს წარწერა, რომელზეც მისი შედგენილობა,შენახვის ვადა და საკვების ენერგეტიკული ღირებულებაა მითითებული.
თუ მცენარეული წარმოშობის პროდუქტი უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის, მას უკეთდება წარწერა:"ეკოლოგიურად სუფთაა".
პროდუქტის ეტიკეტზე მოცემული საკვების ენერგეტიკული ღირებულება გამოსახულია კილოკალორიებით ან კილოჯოულებით.კილოკალორია გამოხატავს იმ ენერგიას,რომელიც ორგანიზმში საკვები პროდუქტის ქიმიური გარდაქმნის დროს გამოიყოფა.

გაინტერესებს რამდენ კკალორიას იღებ ხაჭაპურის მირთმევით და კიდევ ბევრი საინტერესო ინფორმაცია ხაჭაპურის შესახებ?
დაათვალიერე ეს გზავნილი  ხაჭაპური- სიამოვნება თუ ზედმეტი კალორია?



! არ მოიხიბლო საკვები პროდუქტის მხოლოდ ლამაზი შეფუთვით.
! ყურადღებით წაიკიTხე საკვების ეტიკეტზე მისი ვარგისიანობის ვადა. ვადაგასული პროდუქტი საშიშია ჯანმრთელობისათვის.მან შეიძლება მოწამლვა გამოიწვიოს.
! გაითვალისწინე შენი ასაკის მოზარდისათვის აუცილებელი ენერგეტიკული მოთხოვნები და გამოიანგარიშე მიღებული პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულება.


! ნუ მიიღებ გაურკვეველი წარმოშობის საკვებს.


! საკვების მიღების წინ აუცილებლად დაიბანე ხელი.


! ხილი და ბოსტნეული კარგად გარეცხე გამდინარე წყალში.

ენერგეტიკული მოთხოვნების გათვალისწინებით შეიძლება ზუსტად შევარჩიოთ ჩვენი კვების რაციონი,მაგრამ თუ არ გვეცოდინება ამ პროდუქტში შემავალი ნივთიერებები რამდენად სასარგებლოა ან მავნეა ჩვენი ორგანიზმისათვის, ვერ შევძლებთ სწორად შევარჩიოთ ჯანსაღი საკვები
საკვებში მავნე ნივთიერებების არსებობამ ისეთი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს, რომ ექიმი ჰაუსიც ვერ გიშველით.



ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად მოხმარებისათვის განკუთვნილ სურსათთან მიმართებაში მოქმედებს საქართველოს კანონი„ სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ".

სურსათის ეტიკეტირება ხორციელდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე,რომლის თანახმად ეტიკეტმა არ შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი.ეტიკეტზე უნდა იყოს ,რომელ საკვებ დანამატს შეიცავს პროდუქტი.
ხშირად ჩვენ მაღაზიებში მზა საკვებ პროდუქტს ვყიდულობთ, ისინი ძირითად საკვებთან ერთად სხვადასხვა დანამატს შეიცავს. ეს დანამატებია:

! შემაკავშირებლები, რომლებიც პროდუქტს ფორმას აძლევს;
! კონსერვანტები, რომლებიც პროდუქტს გაფუჭებისგან იცავს;
! მღებავი საშუალებები, რომლებიც საკვებს სასიამოვნო პერს აძლევს, მაგალითად, ხილის წვენები;
! საგემოვნო დანამატები, რომლებიც საკვებს სასურველ გემოს ან სუნს აძლევს, მაგალითად, მარილი,ვანილი, პილპილი და სხვ.
ეს დანამატები ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო უნდა იყოს.ამიტომ მათ სპეციალური გამოკვლევა უტარდება მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში.რომლის მიზანია გამოიკვლიოს საკვებ პროდუქტში ის მიკრობები, რომლებიც მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
სურსათი შეიძლება შეიცავდეს ბუნებრივი წარმოშობის და ქიმიური სინთეზის შედეგად მიღებულ დანამატს.

ბუნებრივი წარმოშობის დანამატები მიიღება ბოსტნეულისა და ხილის გადამუშავებით(სპირტი,შაქარი).
საკვები დანამატის უმეტესობა ქიმიური სინთეზის შედეგად მიიღება.დანამატები მარკირებულია E ასოთი და სამნიშნა ციფრული კოდით. მაგალითად:
E 300-E399კონსერვანტებია(აფერხებს ჟანგვის პროცესს);
E400-E 408 სტაბილიზატორებია (ინარჩუნებს საკვების პირვანდელ თვისებეს);
E500-E599 ემულგატორებია(ხელს უშლის ნალექის წარმოქმნას);
E600-E699 არომატიზატორებია(აძლიერებს საკვების სურნელებას).

შეაგროვე თქვენ მიერ მოხმარებული საკვები პროდუქტების ეტიკეტები და გაარკვიე , რომელ საკვებ დანამატებს შეიცავენ ისინი. გაანალიძეთ არის თუ არა მატ შორის ორგანიზმისთვის საზიანო ნივთიერებები.


დაათვალიერეთ თქვენი თანატოლების მიერ დადებული პოსტები  ამ თემასთან დაკავშირებით და გააკეთეთ თქვენი კომენტარი:

http://tomushka.blogspot.com/2009/04/blog-post_05.html
http://safe-nature.blogspot.com/
 http://funnybunnyanuki.blogspot.com/2009/10/blog-post_4005.html
http://funnybunnyanuki.blogspot.com/2009/10/blog-post_4005.html
http://gvancaochi.blogspot.com/2009/11/blog-post.html
http://www.chveniqimia.blogspot.com/
http://chemistrylovermari.blogspot.com/2009/10/fast-food.html
http://www.kveba.blogspot.com/
http://gvancaaa95.blogspot.com/2009/11/d.html
http://jansaricxovreba-chveniarchevania.blogspot.com/






Wednesday, November 25, 2009